ოთხშაბათს, 31 მაისს 17: 00 საათზე 302-ე აუდიტორიაში (II კორპუსი) ჩატარდება ქიმიის დეპარტამენტის სტუდენტთა სამეცნიერო წრის სხდომა.
დღის წესრიგი:
- „ზოგიერთი კათიონური ქირალური სამკურნალო საშუალების ენანტიომერების დაყოფა ნეიტრალური ციკლოდექსტრინების გამოყენებით“- ბაკალავრიატის მე-6 სემესტრის სტუდენტი ანი რურუა
ხელმძღვანელი - საქ. მეცნ. ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი ბეჟან ჭანკვეტაძე
- "სავალენტო შრის ელექტრონული წყვილების განზიდვის თეორია" - ინგლისურენოვანი ქიმიის პროგრამის მე-2 სემესტრის სტუდენტი ვაჟა ტყემალაძე
ხელმძღვანელი - ასისტენტ პროფესორი გიორგი ჯიბუტი
- "იბუპროფენის ენანტიომერების დაყოფა მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფით" - მაგისტრატურის მე-4 სემესტრის სტუდენტი ანა თავართქილაძე
ხელმძღვანელები: საქ. მეცნ. ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი ბეჟან ჭანკვეტაძე,
ქიმიის აკადემიური დოქტორი ანა გოგოლაშვილი